logo
ENG



რომან გოცირიძე: საჭიროა, რომ უმუშევარი ოჯახებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პაკეტი შეიქმნას

19 მარ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობა“ კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივი შემსუბუქების მიზნით მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.

პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ განახორციელონ მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა. პარტიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს 80 მილიონი ლარი. დაფინანსების წყარო კი სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯების ეკონომია უნდა გახდეს.

სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ის კონკრეტული პუნქტები დაასახელეს, რომელიც მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს.

„საჭიროა მთავრობის მიერ დაუყონებლივ კომუნალური მხარდაჭერის პაკეტის შექმნა თითოეული უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ოჯახებზე და ასეთები არის 60 ათასი ოჯახი დღეისათვის. უნდა შეიქმნას კომუნალური ვაუჩერი 100 ლარის ოდენობით თვეში - 4 თვის განმავლობაში. უნდა შეიქმნას 80 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი, მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის გამოთავისუფლებული სახსრების საფუძველზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 


close დახურვა